Signal-ისთვის დონაციის გაკეთება

გაცემის სხვა გზები

Signal-ი შექმნილია შენთვის და არა შენი მონაცემების ან მოგებისთვის. შენი მხარდაჭერით ვასრულებთ ჩვენს მისიას - დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და ღია კოდის კონფიდენციალურობის ტექნოლოგიის მეშვეობით უსაფრთხო გლობალური კომუნიკაცია ვუზრუნველვყოთ. კონფიდენციალური მიმოწერა. არანაირი რეკლამა, არანაირი ტრეკერები, არანაირი თვალთვალი.

შენი დონაციები გვეხმარება დავფაროთ Signal-ის განვითარებისა და შენარჩუნების ხარჯები, მათ შორის სერვერებისა და გამტარუნარიანობის საფასური, რომლებიც Signal-ს ხელმისაწვდომს ხდის მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული.

თუ დონაციასთან ერთად ელ-ფოსტას მოგვაწვდი, ��ენი საგადასახადო ჩანაწერებისთვის დადასტურებას ელ-ფოსტით მიიღებ. Signal Technology Foundation დამოუკიდებელი, არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციაა და გათავისუფლებულია გადასახადებისგან US Internal Revenue Code-ის 501c3 ნაწილის მიხედვით. ჩვენი ფედერალური საგადასახადო ID ნომერია 82-4506840.

შენიშვნა: Signal-ის შენს პროფილზე ემბლემას მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ დონაციას Signal-ის აპში განახორციელებ.


გაცემის სხვა გზები

Signal-ი კრიპტოვალუტის, აქციების და საჩუქრების დონაციებს დონორთა რჩეული ფონდებიდან (DAFs) იღებს. ეს დონაციები The Giving Block-ის მეშვეობით მუშავდება.

თუ გსურს, აშშ-ში შენი დონაციის სამართლიანი საბაზრო ღირებულებისთვის საგადასახადო გამოქვითვა მიიღო, შეგიძლია საგადასახადო ქვითრის მისაღებად ელქტრონული ფოსტის მისამართი მიუთითო. The Giving Block-ს ასევე კრიპტოვალუტისა და DAF-ის ანონიმური დონაციების მხარდაჭერა აქვს.

შენიშვნა: Signal-ის შენს პროფილზე ემბლემას მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ დონაციას Signal-ის აპში განახორციელებ.