Galaxy AI აქ არის

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ დიდ სიახლეს. Galaxy AI — მისი მიზანია დაგეხმაროს კრეატიულობის რეალიზებაში, პროდუქტიულობის ამაღლებაში და ახალი შესაძლებლობების სამყაროს აღმოჩენაში. შენს ხელში ის უფრო ადამიანური, საიმედო, ეფექტური, პერსონალური, სასარგებლო და უსაფრთხოა.
ცხოვრება ბევრად მარტივია Galaxy AI-სთან ერთად.

CIRCLE TO SEARCH

Circle to search დიდ ეკრანზე1

ეს გახლავთ სმარტფონის მეშვეობით ძიების ეფექტური გზა — საჭიროა მხოლოდ შემოხაზვა. გააუმჯობესე შენი პროდუქტიულობის დონე უზარმაზარი და��აკეცი ეკრანის მეშვეობით, გამოიყენე თითები ან S Pen.2

ვიდეოს დასაწყისში ჩანს მენიუ, სადაც ჩამოთვლილია ოთხი საკვები პროდუქტი კატეგორიისთვის „ბრანჩი პარიზში, პარიზის ცენტრი“. ქვედა დავალების პანელზე ჩანს Samsung-ის აპლიკაციები. შემდეგ ხდება S Pen-ის გამოყენებით სიტყვა „Galette“-ის მონიშვნა  და  ეკრანზე ჩნდება ამ ტერმინის Google-ით ძიების შედეგები. ვიდეოს დასაწყისში ჩანს მენიუ, სადაც ჩამოთვლილია ოთხი საკვები პროდუქტი კატეგორიისთვის „ბრანჩი პარიზში, პარიზის ცენტრი“. ქვედა დავალების პანელზე ჩანს Samsung-ის აპლიკაციები. შემდეგ ხდება S Pen-ის გამოყენებით სიტყვა „Galette“-ის მონიშვნა  და  ეკრანზე ჩნდება ამ ტერმინის Google-ით ძიების შედეგები.

FLEXCAM

ავტომატური ზუმის ფუნქციის მქონე FlexCam. გადაიღე ფოტოები საუკეთესო რაკურსით3

Galaxy Z Flip6-ის FlexWindow-ზე გახსნილია კამერის აპლიკაცია Preview რეჟიმში.  ავტომატური ზუმის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, AI-ს გამოყენებით ხდება სურათის გადასაღებად მომზადებული მეგობრების ჯგუფის კადრის ავტომატურად მიახლოება. Galaxy Z Flip6-ის FlexWindow-ზე გახსნილია კამერის აპლიკაცია Preview რეჟიმში.  ავტომატური ზუმის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, AI-ს გამოყენებით ხდება სურათის გადასაღებად მომზადებული მეგობრების ჯგუფის კადრის ავტომატურად მიახლოება.
NOTE ASSIST

ჩანაწერების მოკლე შინაარსის გენერირების უმარტივესი საშუალება Samsung-ის დასაკეც სმარტფონებზე

მიიღე ლექციების მნიშვნელოვანი მომენტების ჩანაწერები ეკრანზე მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხებით - მულტითასქინგის პარალელურადაც კი. Note Assist ახდენს ხმოვანი ჩანაწერების ტრანსკრიპციას და ტექსტურ ჩანაწერებად ორგანიზებას მათი მოკლე შინაარსების გენერირებით. სხვა ყველაფერში კი S Pen დაგეხმარება, რომლის მეშვეობითაც შენი სმარტფონის ეკრანზე საოცრებების მოხდენას შეძლებ.2,4

INTERPRETER

ტექსტების თარგმნის შეუდარებელი გამოცდილება FlexWindow-ს გამოყენებით.

მოგზაურობისას ადგილობრივებთან გასაუბრება გჭირდება? Interpreter ფუნქციის მეშვეობით შეძლებ მომენტალურად თარგმნო ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვა, საერთაშორისო კონფერენცია უცხო ენაზე თუ ტურის გიდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.5,6

LIVE TRANSLATE

მომენტალურად თარგმნე სატელეფონო ზარები

უბრალოდ ისაუბრე ტელეფონით და Live Translate ფუნქცია ავტომატურად გადათარგმნის დიალოგს, რაც დაგეხმარება ენობრივი ბარიერების გადალახვაში. შენი პირადი თარჯიმანი მუდამ თან გეყოლება.7

სატელეფონო ზარის თარგმნა რეალურ დროში. ეკრანზე ჩანს ტექსტური შეტყობინებები ესპანურ და ინგლისურ ენებზე. სატელეფონო ზარის თარგმნა რეალურ დროში. ეკრანზე ჩანს ტექსტური შეტყობინებები ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

PHOTO ASSIST

გადაიღე საოცარი სურათები
AI-ს დახმარებით.

შექმენი შენი სასურველი ფოტოები Photo Assist-ის მეშვეობით. AI დაგეხმარება გადაადგილო ობიექტები, გაადიდო კადრები, შეცვალო ფოტოების ჩარჩოები და გააუმჯობესო მათი ხარისხი.8

ხდება ფოტოს რედაქტირება Gallery აპლიკაციაში. ხდება რედაქტირების ღილაკზე შეხება და ერთ-ერთი ობიექტის არჩევა. ეს ობიექტი გადაიტანება სხვა ადგილას. შემდეგ ხდება ცარიელი ზონების შევსება. ხდება ფოტოს რედაქტირება Gallery აპლიკაციაში. ხდება რედაქტირების ღილაკზე შეხება და ერთ-ერთი ობიექტის არჩევა. ეს ობიექტი გადაიტანება სხვა ადგილას. შემდეგ ხდება ცარიელი ზონების შევსება.

აკონტროლე შენი სიჯანსაღის დონე AI-სთან ერთად

დააკავშირე Galaxy Z Flip6 უახლეს Galaxy Watch Ultra-სთან, Galaxy Watch7-თან ან ორივესთან და აკონტროლე შენი ენერგიის ქულა მთელი დღის განმავლობაში.9,10

Galaxy AI შენს მოწყობილობებში

სმარტფონები

Galaxy S სერია

Galaxy Z სერია

პლანშეტები

Galaxy Buds

Galaxy Watch

*გამოსახულება სიმულირებულია. ფერების, ზომების, მოდელების და საათის სამაჯურების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.

*Samsung AI-ს ზოგიერთი ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია.

*Samsung არ გასცემს რაიმე დაპირებას, გარანტიას ან მტკიცებულებას AI ფუნქციების მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის და სანდოობის შესახებ.

*გამოსახულებები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. პროცესი შემოკლებული და სიმულირებულია. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს

*Galaxy AI ფუნქციები 2025 წლის ბოლომდე უფასოდ იქნება მიწოდებული Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებული AI  ფუნქციებისთვის შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული პირობები.

*Galaxy AI ფუნქციები ხელმისაწვდომია  Galaxy S24 სერიის, Galaxy S23 სერიის, Galaxy S22 სერიის, Galaxy Z Fold6 | Z Flip6, Galaxy Z Fold5 | Z Flip5, Galaxy Z Fold4 | Z Flip4, Tab S9 | S9+ | S9 Ultra და Tab S8 | S8+ | S8 Ultra სმარტფონებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 6.1 ან უფრო ახალი ვერსია.

*Galaxy AI ფუნქციების ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონის/ქვეყნის, OS/One UI-ს ვერსიის, მოწყობილობის მოდელის და მობილურის ოპერატორის მიხედვით. 

*Galaxy AI-ს გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არასრულწლოვანთათვის იმ რეგიონებში, სადაც მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით.

*Galaxy Z Fold6, Galaxy Z Flip6, Galaxy Watch Ultra, Galaxy Watch7 და Galaxy Buds3 Pro იყიდება ცალ-ცალკე.

*Galaxy S24 Ultra, Galaxy Watch Ultra, Galaxy Watch7 და Galaxy Buds3 Pro იყიდება ცალ-ცალკე.

1. პროცესი შემოკლებული და სიმულირებულია. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია ვიზუალურ თანხვედრაზე. საჭიროა ინტერნეტთან კავშირი. მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს Android-ის უახლეს ვერსიამდე განახლება. პროდუქტის ფუნქციების ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს შენი აპლიკაციის და მოწყობილობის პარამეტრებზე. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ იყოს კონკრეტულ აპლიკაციასთან თავსებადი. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. Circle to Search ფუნქციის FlexWindow-ზე გამოყენება არ არის შესაძლებელი.

2. S Pen იყიდება ცალკე. გამოიყენე სპეციალურად Galaxy Z Fold-ისთვის განკუთვნილი S Pen. ნებისმიერი სხვა S Pen-ის ან სტილუსის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკრანის დაზიანება. Galaxy Z Fold6-ს არ აქვს ინტეგრირებული სლოტი S Pen-ისთვის. S Pen-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძირითად ეკრანზე.

3. ავტომატური ზუმი ხელმისაწვდომია Flex რეჟიმში უკანა კამერის გამოყენებისას. ზუმის ხელით რეგულირების შემთხვევაში ავტომატური ზუმის ფუნქცია გაითიშება. მუშაობს მხოლოდ დაბალი განათების პირობებში.

4. Note Assist ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. Note Assist-ის „რეზიუმირების“ ფუნქციის გააქტიურება ხდება სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. Note Assist-ის ხმის ჩაწერის ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ქვეყანაში. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.

5. Interpreter ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. მხარდაჭერილი ენების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავებული იყოს.

6. FlexMode მხარდაჭერილია 75°-დან და 115°-მდე კუთხით გახსნილ სმარტფონზე.

7. Call Assist-ის გამოყენების დროს  Live Translate ფუნქციას არ ესაჭიროება ინტერნეტ-კავშირი. სატელეფონო ზარების დროს ინტერნეტ-კავშირი საჭიროა Live Translate ფუნქციის აქტივაცისთვის. საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Live Translate ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციებზე და მესამე მხარის ზოგიერთ აპლიკაციაზე. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის და რეგიონის მიხედვით. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.

8. Photo Assist-ის Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება Galaxy AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.

9. ენერგიის ქულა ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 11 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (6.27 ან უფრო ახალი ვერსია). საჭიროა Samsung account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით. ენერგიის ქულის შესამოწმებლად, უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული ჯანმრთელობის მონაცემების სინქრონიზება Samsung Health აპლიკაციასთან. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.

10. Galaxy Z Flip6 და Galaxy Watch7 მოწყობილობები იყიდება ცალკე.