ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

მუდამ მიზნისკენ მავალი. ხალხის ძალით მართული.

ჩვენ არ ვართ რიგითი ტექკომპანია. ჩვენი ქმნილებებისთვის უპირატესია ხალხი, მათი პირადულობა, ნაცვლად მოგების მიღებისა. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ინტერნეტი გავხადოთ მეტად ჯანსაღი და ხელსაყრელი ყველასთვის.

„სიჯანსაღე ინტერნეტისა და ვებსმყაროსი სწორედ ისაა, რისთვისაც ვარსებობთ“.

მიტჩელ ბეიკერი, გამგეობის აღმასრულებელი თავმჯდომარე, Mozilla Foundation

Mozilla ქმნის პირადულობის უზრუნველმყოფ პროდუქტებს

„Mozilla-ს განზრახული აქვს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ საქმის კეთება შეიძლება ნდობის მქონე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაც. ეს კი გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მონაცემთა უსაფრთხოება და გამჭვირვალობა უნდა დაედოს საფუძვლად ამგვარი რთული სისტემების შემუშავებას“.

Politico

შემოგვიერთდით, სანდო ხელოვნური ინტელექტის ჩამოყალიბებაში

Mozilla-ს მუშაობა AI-სთან ახალი არ არის — ჩვენ წლები ვხარჯავთ ხელოვნური ინტელექტის დაფინანსებას, მშენებლობას და მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოფილიყო გახსნილი, პატიოსანი და პასუხისმგებლობით განვითარებული. ჩვენი ყურადღება კეთდება ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელიც ემსახურება ხალხს, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას უზრუნველყოფს და არა კორპორაციული მიზნებისკენ.

ვრცლად

მაშ, რა არის Mozilla?

სინამდვილეში, Mozilla არის აქტივისტი ორგანიზაცია, Mozilla Foundation-ის ხელმძღვანელობით, რომელიც ცვლის სამყაროს სხვადასხვა წამოწყებით, მათ შორის Mozilla Corporation, MZLA, Mozilla Ventures და Mozilla AI. რითი განვსხვავდებით? ვინაიდან ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისიით, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს თავისუფლება, მივიღოთ გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რაც უკეთესია ინტერნეტისა და ყველასთვის ინტერნეტისთვის, და არა აქციონერების მოთხოვნების საფუძველზე – არცერთი ასეთი არა გვაქვს.

გაიცანით უკეთ Mozilla Foundation

ჩაერთეთ ინტერნეტის სიჯანსაღისთვის ბრძოლაში

თქვენი ხმა. თქვენი კოდი. თქვენი მოსაზრებები. პირდაპირი გაგებით, წვლილის შეტანის ათასობით საშუალება არსებობს, რომ განავითაროთ Mozilla.

გახდით Mozilla-ს მოხალისე

დრო, როცა გავეცით ჩვენი პირველწყარო-კოდი…

Mozilla-პროექტი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1998 წელს, როცა Netscape-ბრაუზერის შემქმნელებმა მიიღეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გაესაჯაროებინათ თავიანთი პროგრამის კოდი განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით. იმ დროს კომპანიას ლამის ერთპიროვნული გავლენა ჰქონდა ხალხის მიერ ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაზე.

საბოლოოდ, ღია წყაროს მქონე Mozilla-პროექტი იქცა ფართოდ გავრცელებულ პირველი ვერსიის Firefox-ად.

დღესდღეობით Mozilla განაგრძობს წინსვლას უკეთესი ინტერნეტის მშენებლობაში მილიონობით მხურვალე მოხალისისგან შემდგარი ერთობით მთელი მსოფლიოდან, მხარში უდგას ზნეობრივი ქცევის დანერგვას ტექნოლოგიებში, სანდო ხელოვნური ინტელექტისა და პირადულობის უზრუნველმყოფი პროდუქტების შემუშავებას, რომ მეტი ძალაუფლება აღმოჩნდეს ხალხის ხელში.