Samsung Georgia

Samsung Georgia

Appliances, Electrical, and Electronics Manufacturing

სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში

About us

მოგესალმებით Samsung Georgia-ს ოფიციალურ LinkedIn გვერდზე. გვერდზე ნახავთ ინფორმაციას ჩვენი პრემიუმ პროდუქტების, ბრენდის ისტორიების, HR ვაკანსიების და Samsung-ის გარშემო არსებული სიახლეების შესახებ. კომპანია Samsung-ის ისტორია 1938 წლიდან იწყება და დღემდე ბაზრის ლიდერია საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მობილური ტელეფონების წარმოების დარგში. წლების განმავლობაში, კომპანიის მიერ შემუშავებულმა იდეებმა, გამოგონებებმა და ინოვაციურმა აღმოჩენებმა შექმნა ციფრული ტექნიკის რევოლუციური ისტორია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მარტივი ფილოსოფიით: ძლიერი ღირებულებები და მაღალი ეთიკური ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს სამუშაოზე. თუ გსურთ ითანამშრომლოთ სამსუნგის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან საქართველოში და გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნეს გარემო, მოგვმართეთ მეილზე: info.georgia@samsung.com

Website
https://www.samsung.com
Industry
Appliances, Electrical, and Electronics Manufacturing
Company size
11-50 employees
Headquarters
Tbilisi
Type
Public Company
Founded
2007

Locations

Employees at Samsung Georgia

Updates

  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    გაიცანი ახალი Galaxy მოწყობილობები, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი Galaxy Unpacked - ზე 😍 რომელი მოწყობილობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? მოწყობილობებზე მეტი ინფორმაციის გასაგებათ ეწვიე Samsung Georgia -ს ვებგვერდს www.samsung.com/ge #GalaxyAI აქ არის!

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      +1
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    გუშინ, 10 ივლისს, პარიზში, გაიმართა Galaxy Unpacked ღონისძიება, სადაც Samsung-მა წარადგინა ახალი დასაკეცი მოდელები და ტარებადი მოწყობილობები. წარმოდგენილ მოდელებს შორისაა Galaxy Z Fold6, Galaxy Z Flip6, Galaxy Watch Ultra, Galaxy Watch7, Galaxy Buds3, Galaxy Buds3 Pro და Galaxy Ring. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა, რომ Galaxy Z Fold6 -ში გაუმჯობესებულია დიდი ეკრანის პროდუქტიულობა, რომელიც აღჭურვილია AI ფუნქციებით, როგორებიცაა Note Assist და ახალი ფუნქცია Composer, რომელიც Key სიტყვების მიხედვით შეადგენს სრულ ტექსტს . Galaxy Z Flip6 -ში კი, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია 3.4 ინჩიანი Super AMOLED FlexWindow , რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს, ტელეფონის გახნის გარეშე. ორივე მოდელი, დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე, ხაზს უსვამს Samsung-ის ერთგულებას ინოვაციებისა და გამძლეობისადმი. Samsung-მა Galaxy Unpacked-ზე ასევე წარადგინა ტარებადი მოწყობილობები: Watch7, Watch Ultra, Galaxy Buds3-სა და Galaxy Buds3 Pro და Galaxy Ring.  Galaxy Buds3 სერია უზრუნველყოფს ხმის გაუმჯობესებულ ხარისხსა და კომუნიკაციის ფუნქციებს, ხოლო Galaxy Ring გთავაზობთ Galaxy ეკოსისტემის უწყვე გაფართოება�� ინოვაციური დიზაინითა და ფუნქციონირებით. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Samsung ლიდერია AI-ის ინტეგრირებაში. Galaxy Unpacked ღონისძიებაზე წარდგენილი მოდელების შეძენას საქართველოში ძალიან მალე, Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში შეძლებ. თუ გუშინდელი Unpack გამოგრჩათ, შეგიძლიათ Samsung Georgia-ს Youtube არხზე ტრანსლაციის ჩანაწერს უყუროთ.

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    10 ივლისს დაგეგმილი Galaxy Unpacked ღონისძიებისთვის, Samsung-მა წარადგინა გლობალური ვიდეორგოლი, რომელიც გვიჩვენებს Galaxy AI-ს ახალი ეპოქის დასაწყისს. ვიდეოდან გაიგებ, როგორ ხსნის Samsung-ი შესაძლებლობების სრულიად ახალ სამყაროს 👇 ვიდეოში პერსონაჟების სახეები სიმბოლურად სინათლის სხივით ნათდება, რაც მიგვანიშნებს, რომ ინოვაციური ცვლილებების შედეგად, Samsung-ი შენ წინაშე შესაძლებლობების ახალ საზღვრებს და ახალ სამყაროს ხსნის. კამპანიის ფარგლებში, Samsung-ი იწვევს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან, რათა ერთად გადავლახოთ საზღვრები და ვისიამოვნოთ სრულიად განსხვავებული, უნიკალური გამოცდილებით. ახალი ეპოქა იწყება Galaxy AI-სთან ერთად. შემოგვიერთდი Galaxy Unpacked ღონისძიებაზე 10 ივლისს 17:00 საათზე samsung.com/ge-ზე.

  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    გიფიქრია, რა მოხდება, თუ თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ მომენტებს უფრო დახვეწილს, რეალურსა და ცოცხალს გახდიან? Samsung-ის უახლესი AI ტელევიზორი ორიენტირებულია გააუმჯობესოს ყურების გამოცდილება და მოწინავე ტექნოლოგიები ისე შეუფერხებლად დააინტეგრიროს ადამიანების ცხოვრებაში, რომ ისინი თითქმის შეუმჩნეველნი გახდნენ. უახლესი, AI-ით მხარდაჭერილი, NQ8 AI Gen3 პროცესორი თითოეულ მომენტს 8K სიმძლავრით გარდაქმნის, 512 ნეირონული ქსელით სწავლობს ყოველ კადრს, შედეგად კი თქვენს წინაშეა საოცარი 8K გამოცდილება, რომელიც წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა 8K AI Upscaling Pro და AI Motion Enhancer Pro ზრდის გამოსახულების ხარისხს , ხოლო AI-ზე მომუშავე აუდიო ტექნოლოგიები, როგორიცაა Active Voice Amplifier Pro და Object Tracking Sound (OTS) Pro, ქმნის იდეალურ აუდიო სისტემას, რომლის მეშვეობითაც ყველა იმ სიტუაციის თანამონაწილე ხდებით, რომელსაც ტელევიზორით თვალს ადევნებთ. Samsung Tizen OS გთავაზობთ პერსონალიზებულ კონტენტს და კონფიდენციალურობის დაცვას Samsung Knox-ით, რაც AI ტელევიზორს ყოველდღიური ცხოვრების შეუფერხებელ ნაწილად აქცევს. AI ტელევიზორების ეპოქა უკვე დადგა, გაიცანი ჩვენი Neo QLED 8K ტელევიზორები. Neo QLED 8K ტელევიზორი შეგიძლიათ შეიძინოთ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში. გაიგე მეტი Samsung.com/ge -ზე

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    გიწვევთ Galaxy Unpacked ღონისძიებაზე, ივლისი 2024: Galaxy AI აქ არის კიდევ ერთი სიახლე Galaxy AI-სგან. აღმოაჩინე Galaxy AI-ს ინოვაციური ფუნქციები, რომელსაც ახალ ეტაპზე გადაჰყავს Galaxy Z სერია და Galaxy-ს სრული ეკოსისტემა. მოემზადე ახალი შესაძლებლობებისთვის მობილური AI-ს ახალ ეპოქაში. 10 ივლისს, Samsung Electronics უმასპინძლებს Galaxy Unpacked ღონისძიებას პარიზში, მსოფლიო კულტურის ცენტრში, რომელიც ჩვენი ინოვაციური პროდუქტების წარდგენისთვის სწორედ შეუდარებელი ადგილი იქნება. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა Samsung.com/ge/unpacked/- სა და Samsung Georgia-ის YouTube არხზე,საქართველოს დროით 17:00 საათზე. თვალი ადევნე ჩვენი სოციალური მედიის გვერდებს, გაეცანი სიახლეებს და გაიგე ყველაფერი Galaxy Unpacked 2024-ის შესახებ. #samsung #galaxyunpacked #galaxyai

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    2024 წლის პარიზის ოლიმპიადის სამაუწყებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Samsung Electronics-მა გამოაცხადა პარტნიორობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და ოლიმპიური მაუწყებლობის სერვისებთან. Galaxy S24 Ultra ტექნოლოგიის გამოყენებით, გულშემატკივრები მიიღებენ სპორტსმენების უპრეცედენტო კადრებს მდინარე სენაზე, გახსნის ცერემონიის დროს. როგორც სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი, Samsung განათავსებს 200-ზე მეტ Galaxy S24 Ultra სმარტფონს სპორტსმენების გემებსა და საკონკურსო ნავებზე, გადაიღებს მაღალი ხარისხის კადრებს და მაყურებლამდე 5G ქსელის მეშვეობით მიიტანს. OBS-ის ,ოლიმპიური მაუწყებლობის სერვისის, აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Samsung-ის ტექნოლოგია გულშემატკივრებს თამაშების უნიკალურ პერსპექტივას შესთავაზებს და უცვლელ ემოციებს მთელ მსოფლიოში, მილიონობით ადამიანს, მიუტანს. Samsung მსოფლიო ოლიმპიური თამაშების პარტნიორი 1998 წლიდან, ხოლო პარაოლიმპიური თამაშების მხარდამჭერი 2006 წლიდანაა, Samsung აძლიერებს ოლიმპიურ სულს და გულშემატკივერბის გამოცდილებას, გლობალურად ტრანსფორმაციული მობილური ტექნოლოგიით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსუნგის ვებგვერდს- samsung.com/ge და Samsung Newsroom-ს - news.samsung.com

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    5 ივნისს, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში Samsung-ის B2B კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ სასტუმროების, კაზინოების, საგანმანათლებლო და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები. მიწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს Samsung-ის მოწინავე და ინოვაციური B2B ტელევიზორები, მონიტორები და გაგრილების სისტემები, რომლებიც უშუალოდ კორპორატიული სეგმენტისთვისაა განკუთვნილი.

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
      +2
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    Samsung Electronics-ი მსოფლიო OLED მონიტორების ბაზარზე No.1 ბრენდად დასახელდა. პირველი OLED მონიტორის გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში, კომპანიამ გლობალური OLED მონიტორების ბაზრის წილის 34,7% დაიკავა. მთლიანი შემოსავლების მიხედვით, კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია სათამაშო მონიტორების საერთო გლობალურ ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს. ჰუნ ჩუნგის, Samsung Electronics-ის ვიდეო მოწყობილობების მიმართლების ვიცე-პრეზიდენტის, განცხადებით კომპანიის ეს წარმატება ადასტურებს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და მომხმარებელთა საჭიროებების მიმართ. CES 2024-ზე Samsung-მა სამი ახალი OLED მონიტორის მოდელი წარადგინა, რომელთაც უკვე არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვეს. კომპანია გეგმავს სათამაშო მონიტორების ხაზის გაფართოვებას ახალი Odyssey OLED მოდელებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.samsung.com/ge

    • No alternative text description for this image
  • View organization page for Samsung Georgia, graphic

    865 followers

    2024 წლის ოლიმპიური თამაშების მხარდასაჭერად, Samsung-მა დაიწყო კამპანია „Open Always Wins”. ამასთან დაკავშირებით, პარიზში ბრენდმა ოლიმპიურ გამოფენა გახსნა. კამპანიის მონაწილეები Team Samsung Galaxy-ის სპორტსმენები არიან. მნიშვნელოვანი სიახლეა ახალი ვიტრინა, Samsung | Champs-Elysees 125, რომელიც შექმნილია არქიტექტორ ჟან ნუველის მიერ და ხაზს უსვამს კამპანიის მთავარ იდეას - Samsung-ი ერთგულია სიახლეებისა ახალი გამოწვევების მიმართ. წინასწარ გამართულ ინაუგურაციას ესწრებოდნენ ცნობილი პირები, მათ შორის TM Roh-ისა და IOC-ის წარმომადგენლები. გამოფენა, რომელიც პარიზში, ელიზეის 125-ში, მდებარეობს საზოგადოებისთვის ღია იქნება 3 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით და უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობას. ამ ყველაფერთან ერთად, Samsung გახსნის უფრო მეტ ,,შეხვედრების სივრცეს” და Galaxy-ის დამუხტვის სადგურებს პარიზში, ოლიმპიური და პარაოლიმპიური გამოცდილების გასაუმჯობესებლად. https://lnkd.in/dpnKvrJB

Similar pages