მყისიერი ტრანსკრიფცია და შეტყ.

3,7
157 ათ. მიმოხილვა
1 მლრდ.+
ჩამოტვირთვები
შემცველობის რეიტინგი
ყველა
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი

ამ აპის შესახებ

მყისიერი ტრანსკრიფცია და ხმოვანი შეტყობინებები ყოველდღიურ საუბრებსა და გარემომცველ ხმებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, Android ტელეფონის ან ტაბლეტის გამოყენებით.

მოწყობილობების უმეტესობაში მყისიერ ტრანსკრიფციასა და ხმოვან შეტყობინებებზე წვდომა შესაძლებელია შემდეგნაირად:
1. გახსენით თქვენი მოწყობილობის პარამეტრების აპი.
2. შეეხეთ მარტივ წვდომას, შემდეგ კი მყისიერ ტრანსკრიფციას ან ხმოვან შეტყობინებებს, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი აპის გაშვება გსურთ.
3. გამოიყენეთ წვდომის ღილაკი, ჟესტი ან სწრაფი პარამეტრი (https://support.google.com/accessibility/android/answer/7650693) მყისიერი ტრანსკრიფციის ან ხმოვანი შეტყობინებების დასაწყებად.

ხმოვანი Შეტყობინებები:
• მიიღეთ შეტყობინებები პოტენციური სარისკო სიტუაციებისა და პირადი სიტუაციების შესახებ, რომელიც ეფუძნება სახლში გაჩენილ ხმებს (მაგალითად, კვამლის სიგნალიზაცია, სირენა, ბავშვის ხმები).
• დაამატეთ მორგებული ხმები, რომ მიიღოთ შეტყობინება, როდესაც თქვენი ტექნიკის სიგნალი ხმას გამოსცემს.• მიიღეთ შეტყობინებები მოციმციმე შუქით ან ვიბრაციით თქვენს მობილურ მოწყობილობაზე ან ტარებად მოწყობილობაზე.
• სიის ხედი საშუალებას გაძლევთ დაბრუნდეთ ისტორიაში (ამჟამად შეზღუდულია 12 საათით) და ნახოთ, რა ხ��ებოდა თქვენს ირგვლივ.

რეალურ დროაი ტრანსკრიფცია:
• რეალირ დროში ტრანსკრიფცია 80-ზე მეტ ენასა და დიალექტზე.
• დაამატეთ მორგებული სიტყვები, რომლებსაც ხშირად იყენებთ, როგორიცაა სახელები ან საყოფაცხოვრებო ნივთები.
• დააყენეთ თქვენი მოწყობილობა ვიბრაციაზე, როცა ვინმე იტყვის თქვენს სახელს.
• ჩაწერეთ პასუხები თქვენს საუბარში. გამოიყენეთ მოწყობილობის კლავიატურა, რათა აკრიფოთ სიტყვები უწყვეტი დიალოგისთვის. აკრეფისას ტრანსკრიფტი კვლავ გამოჩნდება.
• გამოიყენეთ გარე მიკროფონები, რომლებიც გვხვდება სადენიან ყურსასმენებში, Bluetooth ყურსასმენებში და USB მიკროფონებში უკეთესი აუდიო მიღებისთვის.

ტრანსკრიფტზე დაბრუნება:
• აირჩიეთ ტრანსკრიპტების შენახვა 3 დღით. შენახული ტრანსკრიპტები ადგილობრივად, თქვენს მოწყობილობაზე შეინახება 3 დღემდე ვადით, რათა, სურვილის შემთხვევაში, შეძლოთ მათი კოპირება და სხვაგან გადატანა. (ნაგულისხმევად, ტრანსკრიპტები არ შეინახება.)
• შენახულ ტრანსკრიპტებში ძიება.
• დასაკოპირებლად და ჩასასმელად ხანგრძლივად შეეხეთ ტექსტს ტრანსკრიპტში.

მოთხოვნები:
• Android 6.0 (Marshmallow) და უფრო ახალი ვერსია.

მყისიერი ტრანსკრიფცია და ხმოვანი შეტყობინებები შექმნილია Gallaudet უნვერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელიც მოწინავე უნივერსიტეტია აშშ-ში ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

გამოხმაურებისა და პროდუქტის განახლებების მისაღებად გაწევრიანდით აქ: https://groups.google.com/forum/#!forum/accessible. მყისიერი ტრანსკრიფცია და ხმოვანი შეტყობინებების გამოყენებისთვის დახმარებისთვის, დაგვიკავშირდით მისამართზე https://g.co/disabilitysupport.

შენიშვნა ნებართვების შესახებ
მიკროფონი: მყისიერი ტრანსკრიფცია საჭიროებს მიკროფონზე წვდომას თქვენ გარშემო არსებული საუბრების ტრანსკრიფციისთვის. ტრანსკრიპტის დამუშავების შემდეგ აუდიო არ შეინახება. ხმოვანი შეტყობინებებისთვის საჭიროა მიკროფონზე წვდომა, რათა მოხერხდეს თქვენ გარშემო გაჟღერებული ხმების მოსმენა. აუდიო ასევე არ შეინახება მას შემდეგ, რაც დამუშავება დასრულდება.
მარტივი წვდომის სერვისი:: ამ აპს შეუძლია თქვენს მოქმედებებზე დაკვირვება, რადგან ის მარტივი წვდომის აპია.
შეტყპბინებები: ხმის შეტყობინებების ფუნქციები საჭიროებს შეტყობინებებზე წვდომას, რათა შეგატყობინოთ ხმების შესახებ.
ახლომდებარე მოწყობილობები: ცოცხალი ტრანსკრიფცია საჭიროებს ახლომდებარე მოწყობილობების წვდომას თქვენს Bluetooth მოწყობილობებთან მიკროფონისთვის დასაკავშირებლად.
განახლდა:
12 ივნ. 2024

მონაცემთა უსაფრთხოება

უსაფრთხოება იწყება დეველოპერების მიერ თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების წესების გაცნობით. მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრაქტიკები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი აპის ვერსიის, გამოყენების, რეგიონის და ასაკის მიხედვით. ეს ინფორმაცია მოწოდებულია დეველოპერის მიერ და შეიძლება დროთა განმავლობაში განახლდეს.
მონაცემები არ ზიარდება მესამე მხარეებთან
შეიტყვეთ მეტი დეველოპერების მიერ პუბლიკაციების გამოქვეყნების შესახებ
ეს აპი შეიძლება მონაცემთა ამ ტიპებს აგროვებდეს
პერსონალური ინფორმაცია, აუდიო და 3 სხვა
მონაცემები დაშიფრულია ტრანზიტის პროცესში
მონაცემები ვერ წაიშლება
უსაფრთხოების დამოუკიდებელი შემოწმება

შეფასებები და მიმოხილვები

3,7
153 ათ. მიმოხილვა
Va kho
19 ივნისი, 2024
ქართულზე არ მუშაობს და ისე კიდე არ მჭირდება!
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 4 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
SAGO-SAGI
19 მაისი, 2024
მკ6მ6მმმმკმმმკკმმმმმ
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 1 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
Eon
29 იანვარი, 2024
Super!
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 8 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?

რა არის ახალი

• ჩვენ გავაუმჯობესეთ ხმოვანი შეტყობინებების მომხმარებლის გამოცდილება.