10 ივლისს, Samsung-მა 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებისთვის, წარადგინა Galaxy AI-ით მხარდაჭერილი, ექსკლუზიური Galaxy Z Flip6. 😍 🥇
Samsung-ი უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ოლიმპიურ თამაშების მხარდამჭერია და ამ ტრადიციას წელსაც აგრძელებს. Ახალი Galaxy Z Flip6 გადაეცემა სპორტსმენებს, რომლებიც პარიზში 2024 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ - ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სმარტფონი, ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე, გადაეცემა სპორტსმენებს.
Galaxy Z Flip6-ის ოლიმპიური გამოცემა წარმოდგენილია ყვითელ ფერში. Ის გაფორმებულია ოლიმპიური რგოლებით და ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ სმარტფონი მანამდე, სანამ მისი გაყიდვები ოფიციალურად დაიწყება. ეს ასევე პირველი ოლიმპიური სმარტფონია, რომელიც აღჭურვილია Galaxy AI-ის ფუნქციებით. Galaxy AI -ის მრავალფეროვანი ფუნქციონალი კი ძალიან დაეხმარება სპორტსემენებს კომუნიკაციის გამარტივებაში პარიზის თამაშებში.
1.ზ��რების პირდაპირი თარგმანის ფუნქცია - მობილურზე საუბრისას, Galaxy Z Flip6 თარგმნის საუბარს ლაივ რეჟიმში, 16 სხვადასხვა ენაზე. Ეს ფუნქცია სპორტსმენებს გაუადვილებს ოლიმპიურ ცხელ ხაზებთან დაკავშირებას.
2.Interpreter (თარჯიმანი) - ეს ფუნქცია სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ ახალი კავშირები, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, შეხვდნენ გულშემატკივრებს. ეს ყველაფერი ენის ბარიერის გარეშე, რადგან Galaxy Z Flip6-ის თარჯიმნის ფუნქცია მყისიერად თარგმნის ცოცხალ საუბრებს. Მობილურის უნიკალური ორმაგი ეკრანის დახმარებით, ახლა სპორტსმენებს შეუძლიათ პირდაპირ რეჟიმში გაიგონ, რას ამბობს მოსაუბრე.
3. "Composer" - სპორტსმენებს შეუძლიათ სოციალური მედიის პოსტებისა თუ მეილების დაწერა Galaxy AI-ის მიანდონ.
Მობილური აანალიზებს პერსონის საკომუნიკაციო ტონს მისი წინა პოსტებიდან და შესაბამისად სთავაზობს წინადადებებს, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, მომენტალურად და უფრო მარტივად გამოხატონ თავიანთი აზრი სპორტული მოვლენების შესახებ სოციალურ მედიაში.
აღსანიშნავია, რომ პირველად ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში, Samsung-მა მოიპოვა უფლება, გადასცეს სმარტფონი მოთამაშეებს დაჯილდოების პროცესში, რათა მათ თავიანთი პერსპექტივიდან შეძლონ კადრების დაფიქსირება და ოჯახის წევრებისა თუ გულშემატკივრებისთვის გაზიარება.
როგორც იცით, მოთამაშეებს საშუალება არ აქვთ დაჯილდოების პროცესში თან ატარონ თავიანთი პირადი ნივთები, Samsung–ის დახმარებით კი ახლა ისინი შეძლებენ, თავად შექმნან უნიკალური მოგონებები მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტში.
სპორტსმენების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა ლაივ რეჟიმში აიტვირთება Samsung-ის მიერ ოლიმპიადისთვის შექმნილ პლატფორმაზე, სახელად Athlete365, რაც სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, გაუზიარონ ეს დაუვიწყარი მომენტი მთელ მსოფლიოს.